„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, საქართველის და უკრაინას ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებთ, ერთ ნავში არიან და თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ ნავიდან გადმოვიდა, ეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არ არის.
„საქართველო-უკრაინას ერთი მტერი ჰყავს და თავისუფლებისთვის ერთად იბრძვიან. ჩვენ ოკუპირებულები ვართ და უკრაინაში დღემდე საომარი მდგომარეობაა. სტრატეგიული პარტნიორობა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება. უკრაინა არის ყველზე დიდი სახელმწიფო ევროპაში, მუდმივად ყურადღების ცენტრშია, გაცხადებული აქვს ევროპული ფასეულობები, ნატოში და ევროკავშირში სწრაფვა. ჩვენ და უკრაინა ვართ ერთ ნავში და თუ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ ნავიდან გადმოვიდეს ეს რასაკვირველია არ არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი“, - განაცხდა ხატია დეკანოიძემ.
